რუსულმა ძალებმა ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია გაანადგურეს | Allnews.Ge

რუსულმა ძალებმა ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია გაძარცვეს და გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინულიმედია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აკრძალული ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ჩერნობილის თანამედროვე ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც არის უნიკალური სისტემა მძლავრი ანალიტიკური შესაძლებლობებით და შეუძლია მომსახურების გაწევა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავეს.

myquiz