ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის უცნაური გარემოებები- რას ამბობენ გამომძიებლები?
ჩინეთში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, Boeing 737-მა, რომელშიც 132 ადამიანი იმყოფებოდა. China Eastern Airline-ის კუთვნილი ავიალაინერი 21 მარტს სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა.
ქვეყნის სახელმწიფო მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას, მთაზე, ხანძარი გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, გადარჩენილი არავინ უპოვიათ და სავარაუდოდ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "ესოშეითიდ პრესი" წერს, ბორტზე უცხოელები არ იმყოფებოდნენ და მხოლოდ ჩინელები იყვნენ. ჩინეთის შესაბამისი უწყების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია და ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.
თუმცა უკვე არსებობს გამოძიების შესახებ გარკვეული ინფორმაცია: გამომძიებლები შემთხვევას "უჩვეულოს და უცნაურს" უწოდებენ.. წინასწარი ინფორმაციით, მისი ჩამოვარდნის ტრაექტორია მკვეთრად განსხვავებული იყო იმისგან, როგორიც აქვთ ხოლმე თვითმფრინავებს კატასტროფის დროს. გამოძიების ცნობით, ის წინა ნაწილით, ცხვირით დაეშვა მიწისკენ, მაშინ, როცა 8 839 მეტრის მანძილზე იყო დანიშნულების ადგილიდან.
გამოძიების ცნობით, ის წინა ნაწილით, ცხვირით დაეშვა მიწისკენ
ეს ის დისტანციაა, როცა მფრინავმა უკვე უნდა დაიწყოს მანევრირება თვითმფრინავის დასასმელად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, Flightradar24-ის მონაცემებით, დაშვება პილოტმა დაიწყო ჩვეულებრივზე, დასაშვებზე ბევრად მაღალი სიჩქარით.
როგორც წესი, დაშვების მომენტში მგზავრებისთვის მკვეთრად შესამჩნევი არ არის ხოლმე თვითმფირნავის სიჩქარე, თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად იყო, რადგანაც პილოტმა დაშვება დაიწყო წუთში 9000 მეტრი სიჩქარით. განაგრძეთ კითხვა