"პუტინმა იმის გაკეთება მოახერხა, რაც ჰიტლერმა ვერ შეძლო"- 96 წლის კაცი, რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, ხარკოვში, დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა | Allnews.Ge

"პუტინმა იმის გაკეთება მოახერხა, რაც ჰიტლერმა ვერ შეძლო"- 96 წლის კაცი, რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, ხარკოვში, დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაცი რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, ხარკოვში, დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ,,ტვიტერის" გვერდზე წერს, პუტინმა იმის გაკეთება მოახერხა, რაც ჰიტლერმა ვერ შეძლო.

,,96 წლის ბორის რომანჩენკო, რომელიც ბუხენვალდში, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, ხარკოვში, დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. პუტინმა მოახერხა იმის ,,მიღწევა", რაც ჰიტლერმაც კი ვერ შეძლო", - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

myquiz