"სარდაფში ვბრუნდები... უკვე ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც სხვა ცხოვრება იყო" - მარიუპოლის მცხოვრების სულისშემძვრელი ბლოგი
უკრაინულ საიტ pravda.com.ua-ზე ქვეყნდება ადგილობრივი მაცხოვრებლის ნადია სუხორუკოვას ბლოგი, რომელშიც იმ უმძიმეს ვითარებას აღწერს, რაც ახლა მის მშობლიურ ქალაქ მარიუპოლშია. ეს არის ქალაქი, სადაც ხალხი უკვე კვირებია სარდაფში ცხოვრობს, ქალაქი, სადაც ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ სამშობიარო სახლიც კი დაბომბეს...
ნადია სუხოროკოვა:
"გარეთ გავდივარ დაბომბვებს შორის პერიოდში. ძაღლის გასეირნება მჭირდება. ის გამუდმებით ტირის, კანკალებს და ჩემს ფეხებს უკან იმალება. სულ მინდა ვიძინო. ჩემი ეზო, რომელიც გარშემორტყმულია მაღალსართულიანი კორპუსებით, მშვიდი და მკვდარია. ირგვლივ მიმოხედვის აღარ მეშინია.
მოპირდაპირე მხარეს მეხუთე სახლის შესასვლელი იწვის. ცეცხლმა გადაყლაპა ხუთი სართული და ნელ-ნელა ღეჭავს მეექვსეს.
შავი დანახშირებული ფანჯრები დგას მინის გარეშე. ფრიალებს ცეცხლწაკიდებული ფარდები. მშვიდად და განწირული ვუყურებ. დარწმუნებული ვარ მალე მოვკვდები. დღეების საქმეა.
ამ ქალაქში ყველა მუდმივად ელოდება სიკვდილს. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ხდებოდეს.
სამი დღის წინ ჩემი უფროსი ძმისშვილის მეგობარი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ სახანძროს დაარტყეს და მაშველები დაიღუპნენ. ერთ ქალს ბომბმა ხელი, ფეხი და თავი მოჰკვეთა. ვოცნებობ, რომ ჩემი სხეულის ნაწილები ადგილზე დარჩეს, თუნდაც საჰაერო დაბომბვის შემდეგ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, საომარი მოქმედებების დროს ცხედრებს მაინც არ დაკრძალავენ. ასე გვიპასუხა პოლიციამ, როდესაც ქუჩაში გავაჩერეთ, ვკითხეთ, რა გვექნა ჩვენი მეგობრის გარდაცვლილი ბებიისთვის, გვირჩია, რომ აივანზე გაგვეტანა.. განაგრძეთ კითხვა