"უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ იციან, როგორ იბრძოლონ"- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ იციან, როგორ იბრძოლონ უფრო პროფესიონალურად, ვიდრე არმიამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იბრძვის სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 24-ე დღე დასრულდა. რვაწლიანი აგრესიის შემდეგ, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ იციან, როგორ იბრძოლონ უფრო პროფესიონალურად, ვიდრე არმიამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იბრძვის სხვადასხვა რეგიონსა და სხვადასხვა პირობებში. ჩვენ სიბრძნით და გამბედაობით ვპასუხობთ უკრაინაში გამოგზავნილ მათ აღჭურვილობასა და ჯარისკაცებს.
ამიტომ, მაგალითად, უკრაინული ჩორნობაივკა შევა ომის ისტორიაში. ეს ის ადგილია, სადაც რუსმა სამხედროებმა და მათმა მეთაურებმა თავი ისე გამოიჩინეს, როგორებიც არიან: არაკომპეტენტურები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ხალხი უბრალოდ სასაკლაოზე მიიყვანონ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.