უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსი მაიორი, რომელიც საქართველოსა და სირიაში იბრძოდა | Allnews.Ge

უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსი მაიორი, რომელიც საქართველოსა და სირიაში იბრძოდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინცი მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ვოლინცი უკრაინის ტერიტორიაზე თითქმის ყველა დაბომბვას ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ ვოლინცი 2008 წელს საქართველოს დაბომბვაში იღებდა მონაწილეობას, ის ასევე მხარს უჭერდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს და საომარ მოქედებებშიც მონაწილეობდა.

myquiz