მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს შესაძლოა, კვირები დასჭირდეს | Allnews.Ge

მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს შესაძლოა, კვირები დასჭირდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს სულ მცირე რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ მოსკოვის პოზიცია „ადეკვატური“ გახდა“, - თქვა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რუსული ჯარების გაყვანასა და უსაფრთხოების გარანტიებზე მიმდინარეობს. პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ომს „ავღანური სცენარის მიხედვით“ აწარმოებს და რუსული ტაქტიკა არის „დიდი ქალაქების ალყაში მოქცევა და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვა“.