"დავიღალე ტკივილის და მარტოობის თმენით"- რატომ აპირებს ალენ დელონი სიცოცხლის ევთანაზიით დასრულებას?
ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს არ სურს იყოს უძლური მოხუცი, რომელსაც სხვადასხვა დაავადება სტანჯავს და უნდა, რომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს. ამ თემაზე ფრანგულ RTL-თან ალენ დელონის ვაჟმა, ენტონი დელონმა ისაუბრა.
ენტონის თქმით, მამამ მას სთხოვა ამის შესახებ და გაანდო თავისი განზრახვა. უმცროსი დელონის თქმით, ის დაჰპირდა მამას, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის დროს, როცა ამის დრო დადგება, მის გვერდით იქნებოდა.
ალენ და ენტონი დელონები
აღსანიშნავია, რომ მანამდე ალენ დელონმა TV5 Monde-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის არ იყო ევთანაზიის წინააღმდეგი.
"მე ვცხოვრობ შვეიცარიაში, სადაც ევთანაზია ლეგალურია და ამის წინააღმდეგი არ ვარ იმიტომ, რომ ყველაზე ლოგიკური და ბუნებრივია. გარკვეული ასაკიდან ჩვენ უფლება გვაქვს ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში - საავადმყოფოების, ინექციების და სხვა ყველაფრის გარეშე.