ჩინეთში ათობით მილიონი ადამიანი მკაცრ ჩაკეტვას დაუბრუნდა - რა გახდა ამის მიზეზი? | Allnews.Ge

ჩინეთში ათობით მილიონი ადამიანი მკაცრ ჩაკეტვას დაუბრუნდა - რა გახდა ამის მიზეზი?

როდესაც აშშ-ში და სხვა ევროპულ ქვეყნებში ხალხი სახეებიდან პირბადეებს იშორებს, მთავრობები კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებენ და საზოგადოება საზაფხულო არდადეგებს გეგმავს, ჩინეთში ათობით მილიონი ადამიანი მკაცრი ჩაკეტვის რეჟიმს უბრუნდება, რაც გლობალურ პროცესებს აფერხებს და მოსახლეობაში ინდივიდუალურ იმედგაცრუებას იწვევს.

COVID-19 შემთხვევების მზარდმა რიცხვმა, რომელიც ჩინეთში Omicron ვარიანტმა გამოიწვია, მთავრობას ახალი შეზღუდვების მიღება აიძულა, რაც გამოიხატება ქვეყნის სწრაფ ჩაკეტვაში და სამოგზაურო შეზღუდვებში.

ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების ყოველკვირეული საშუალო რაოდენობა 1600-ზე მეტია - ყველაზე მაღალი 2020 წლის თებერვლის შემდეგ. ვირუსის გავრცელების ტემპი კი ყველაზე მაღალი ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაშია, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ესაზღვრება.

ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯინ დონ-იანმა, Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოველდღიურად 1000-ზე მეტი შემთხვევა სერიოზულია და სიფრთხილეს მოითხოვს. განაგრძეთ კითხვა