"რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა"- ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

"რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა"- ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიომ ოფიციალურად უნდა აღიაროს, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“რუსეთის მოქალაქეებო, რით განსხვავდება მარიუპოლის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ლენინგრადის ბლოკადისგან?! ვის მაგალითს იღებთ? არ დავივიწყებთ არავის, ვისაც სიცოცხლე ოკუპანტებმა წაართვეს. არც ერთ მოკლულ სულს არ ვაპატიებთ. მარადიული ხსოვნა ამ ტერორის ყველა მსხვერპლს! რუსეთის სახელმწიფოს მიერ გაჩაღებული ომის ყველა მსხვერპლს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების აუცილებლობას.

„უცნობია, კიდევ რა უნდა გააკეთონ ოკუპანტებმა, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან, რომ დასავლეთის ლიდერებმა, ნატოს ლიდერებმა დადებითად უპასუხონ უკრაინის მოთხოვნას არასაფრენი ზონის შესახებ, ან უკრაინას მიაწოდონ ის თვითმფრინავები, რომლებიც მას ასე სჭირდება,“ - აღნიშნა ზელენკსიმ.