"მეტისმეტს ვითხოვთ? თუ ასეა, გთავაზობთ ალტერნატივას, თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება"- ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესმენებს | Allnews.Ge

"მეტისმეტს ვითხოვთ? თუ ასეა, გთავაზობთ ალტერნატივას, თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება"- ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესმენებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს მიმართა, რომ მათ ყველამ იციან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერის მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი ფრაზა „მე მაქვს ოცნება“ და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ მას აქვს საჭიროება, დაიცვას უკრაინის ცა.

„მე მაქვს საჭიროება - მე უნდა დავიცვა ჩვენი ცა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მადლიერია მხარდაჭერისთვის, რომელიც მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და აშშ-სგან, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ „მეტი უნდა გააკეთონ“. უკრაინის პირველმა პირმა ასევე დასძინა, რომ თუ ფრენის აკრძალული ზონა ზედმეტი მოთხოვნაა, მაშინ უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„მეტისმეტს ვითხოვთ? თუ ასეა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

myquiz