"რუსეთის მოქალაქეებო, ეს ომი თქვენი ქვეყნისთვის სირცხვილით და სიღარიბით დასრულდება"- ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

"რუსეთის მოქალაქეებო, ეს ომი თქვენი ქვეყნისთვის სირცხვილით და სიღარიბით დასრულდება"- ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის მოქალაქეებო, ნებისმიერ თქვენგანს, რომელსაც წვდომა აქვს სწორ ინფორმაციასთან, შეუძლია გააცნობიეროს, რა შედეგით დასრულდება ეს ომი თქვენი ქვეყნისთვის - სირცხვილით და სიღარიბით, მრავალწლიანი იზოლაციით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ის, თუ რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია რუსეთის მოქალაქეების ქმედებებზე.

„ძალიან მკაცრი რეპრესიული მანქანა მოგექცევათ თქვენც ზუსტად ისე არაადამიანურად, როგორც თქვენ ექცევით უკრაინის მოქალაქეებს, ოკუპანტებო! რა იქნება შემდეგ, თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

myquiz