უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაქვს გამანადგურებელი დარტყმები ოკუპანტსა და მის ინფრასტრუქტურაზე- უკრაინის გენშტაბი | Allnews.Ge

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაქვს გამანადგურებელი დარტყმები ოკუპანტსა და მის ინფრასტრუქტურაზე- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ჯგუფის მიერ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია 4 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი. ავიაგამანადგურებელმა ასევე ჩამოაგდო მტრის ფრთიანი რაკეტა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„დაიწყო მეოცე დღე მას შემდეგ, რაც უკრაინელი ხალხი გმირულ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის თავდასხმებს. მდგომარეობა, ვითარება და თავდაცვის ძალების მოქმედების ხასიათი უცვლელია.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაქვს გამანადგურებელი დარტყმები რუს ოკუპანტსა და მის ინფრასტრუქტურაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების დაჯგუფებებს, რომლებიც მონაწილეობენ შეტევითი ოპერაციის წარმართვაში, მნიშვნელოვანი წარმატება არც ერთი მიმართულებით არ აქვთ.

„მტერი აგრძელებს სარაკეტო იერიშების მიტანას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებები რუსი სამხედროების მხრიდან გამოიყენება მათი დაშავებულების სამკურნალოდ. ასევე, დამპყრობლები ცბიერად აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებას საცეცხლე პოზიციების აღჭურვის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად.

გარდა ამისა, მტრის მორალურ -ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ დაბალ დონეზე რჩება, რაც იწვევს იმას, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროები მეთაურების ბრძანებების შესრულებაზე უარს სულ უფრო ხშირად ამბობენ.

ამასთან, მტერი არ ტოვებს მარიუპოლის აღების მცდელობებს,“- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

myquiz