რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებებში ტექნიკური შესვენება ხვალამდე გამოცხადდა | Allnews.Ge

რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებებში ტექნიკური შესვენება ხვალამდე გამოცხადდა

რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს.

„ხვალამდე მოლაპარაკებებში ტექნიკური პაუზა გამოცხადდა. ეს ცალკეული დეტალების დასაზუსტებლად და სხვა სამუშაო ქვეჯგუფებთან სამუშაოს წარმოებისთვის მოხდა. მოლაპარაკებები გრძელდება...“, - წერს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მძიმედ, თუმცა მაინც მიმდინარეობს.

„აზრთა სხვადასხვაობა იმით აიხსნება, რომ მხარეებს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემები აქვთ. უკრაინა არის საზოგადოებაში თავისუფალი დიალოგი და აუცილებელი კონსენსუსი. რუსეტი კი არის ულტიმატუმების გზით საკუთარი საზოგადოების ჩახშობა“, - განმარტა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, დღეს, 14 მარტს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების რიგით მე-4 რაუნდი დაიწყო.

myquiz