ვიწვევ ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში- ილონ მასკი | Allnews.Ge

ვიწვევ ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში- ილონ მასკი

SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორთაბრძოლაში გამოიწვია.

ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

როგორც ილონ მასკმა აღნიშნა, ის პუტინს ორთაბრძოლაში უკრაინის გამო იწვევს.

„ვიწვევ ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში უკრაინისთვის. თანახმა ხართ ამ ბრძოლაზე ?“, - განაცხადა ილონ მასკმა.