ბიარიცში ფრანგი აქტივისტი პუტინის ქალიშვილის კუთვნილ ვილაში "შეიჭრა": რა დოკუმენტები ნახეს ფეშენებელურ ვილაში? | Allnews.Ge

ბიარიცში ფრანგი აქტივისტი პუტინის ქალიშვილის კუთვნილ ვილაში "შეიჭრა": რა დოკუმენტები ნახეს ფეშენებელურ ვილაში?

უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრან­გი აქ­ტი­ვის­ტი პიერ აფ­ნე­რი "შე­იჭ­რა" ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას ვი­ლა­ში, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში, ზღვის­პი­რა ქა­ლაქ ბი­ა­რიც­ში მდე­ბა­რე­ობს, შეც­ვა­ლა იქ სა­კე­ტე­ბი და გა­მო­ფი­ნა უკ­რა­ი­ნის დრო­შა.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში კარ­გად ჩანს აქ­ტი­ვის­ტი, რო­მე­ლიც აი­ვან­ზე უკ­რა­ი­ნის დრო­შას აფ­რი­ა­ლებს, მას ასე­ვე თან­დარ­თუ­ლი აქვს ტექ­სტი ფრან­გუ­ლად და უკ­რა­ი­ნუ­ლად:

"გა­მარ­ჯვე­ბა ბი­ა­რიც­ში - პუ­ტი­ნის სა­სახ­ლე აღე­ბუ­ლია და ახლა სა­ხალ­ხო სა­სახ­ლე მზა­დაა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად“. ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტის თქმით, ვი­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას იქ პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი სი­ძის კი­რილ შა­მა­ლო­ვი­სა და პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ოლი­გარ­ქის გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოს კუთ­ვნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად აქამ­დეც იყო ცნო­ბი­ლი, რომ თა­ვის დრო­ზე ვილა გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კო­ზე, ხოლო 2012 წელს კი გა­დას­ცეს კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას იმ­ჟა­მინ­დელ საქმროს კი­რილ შა­მა­ლოვს.

safrangeti-38367-40472-1647249076.jpg

2018 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი კი­რილ შა­მა­ლო­ვი ფონდ "ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას და­შორ­და.

აქ­ტი­ვის­ტის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ლის თავ­შე­საფ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ, რად­გან ის იმ­დე­ნად დი­დია, რომ ათე­უ­ლო­ბით ლტოლ­ვი­ლის შე­ფა­რე­ბას შეძ­ლებს. რო­გორც ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ბი­ა­რიც­ში, რო­მე­ლიც პუ­ტინს ეკუთ­ვნის. ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პუ­ტი­ნი თა­ვის მი­ლი­ო­ნებს ატ­ლან­ტი­კის სა­ნა­პი­რო­ზე უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში აბან­დებ­და, ჯერ კი­დევ 1996 წელს პო­ლი­ტი­კოს­მა ალექ­სან­დრე ბე­ლი­ა­ევ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. საქ­მე შე­ე­ხე­ბო­და ფულს, რო­მე­ლიც პე­ტერ­ბურ­გის მე­რი­ი­დან იყო მო­პა­რუ­ლი, სქე­მით, რო­მე­ლიც გა­შიფ­რეს და რო­მე­ლიც ავ­სტრი­უ­ლი ან­გა­რი­შით გა­ი­ტა­ნეს. პუ­ტი­ნი ამ ბრალ­დე­ბას ცხა­დია, უარ­ყოფ­და. რო­გორც იმ­ჟა­მად პრე­სა წერ­და, პუ­ტი­ნი იმა­საც კი ამ­ბობ­და, რომ არც კი იცო­და, სად მდე­ბა­რე­ობ­და ატ­ლან­ტი­კის სა­ნა­პი­რო.