ქალს, რომელიც მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვას გადაურჩა, გოგონა შეეძინა | Allnews.Ge

ქალს, რომელიც მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვას გადაურჩა, გოგონა შეეძინა

ქალს, რო­მე­ლიც მა­რი­უ­პოლ­ში სამ­შო­ბი­ა­როს და­ბომბვას გა­და­ურ­ჩა, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ოლგა ტო­კა­რი­უ­კი ავ­რცე­ლებს.

"ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე მა­რი­ა­ნას მშობ­ლე­ბის­გან. მათ ტე­ლე­ფო­ნით და­კავ­ში­რე­ბა შეძ­ლეს. მა­რი­ა­ნას გუ­შინ, სა­ღა­მოს 10:00 სა­ათ­ზე გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. დედა-შვი­ლი თავს კარ­გად გრძნობს, თუმ­ცა მა­რი­უ­პოლ­ში ძა­ლი­ან ცივა და გა­მუდ­მე­ბით ბომ­ბე­ბის ხმა ის­მის", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ცნო­ბის­თვის, მა­რი­ა­ნა პოდ­გურსკა­ია ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ბლო­გე­რი და ინფლუ­ენ­სე­რია. ის მა­რი­უ­პო­ლის სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ბომბვის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და.

myquiz