ვოლოდიმირ ზელენსკი - დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, თუ ეს ახლავე არ მოხდა, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტის გაკეთება ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, მოლდოვას, საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლების დასაცავად | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, თუ ეს ახლავე არ მოხდა, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტის გაკეთება ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, მოლდოვას, საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლების დასაცავად

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რომ საკმარისი ყოფილიყო, თავდასხმა უკვე შეწყვეტილი იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ DIE ZEIT-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დასავლეთმა უნდა გადადგას.

„თუ სანქციებზე ვსაუბრობთ, მაშინ პირველ რიგში მათ უნდა შეაჩერონ ნავთობპროდუქტების და გაზის ექსპორტი. რუსული გემებისთვის მსოფლიოს ნავსადგურები უნდა დაიხუროს. ტვირთის გადამზიდავებმა უნდა შეწყვიტონ საქონლის გაგზავნა და მიღება რუსეთში ან რუსეთიდან. ყველა რუსული ბანკი უნდა გამოირიცხოს SWIFT სისტემიდან, გამონაკლისის გარდა. ეს არის კონკრეტული რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს. თუ ეს ახლა არ მოხდა, მაშინ მოგიწევთ კიდევ უფრო მეტის გაკეთება ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, მოლდოვას, საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლების შეჭრისგან დასაცავად,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

myquiz