მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული, რის გამოც ეკონომიკური ზარალი გველოდება" - ვითარება სომხეთში და ადგილობრივების კრიტიკა "ფაშინიანის დუმილზე" | Allnews.Ge

მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული, რის გამოც ეკონომიკური ზარალი გველოდება" - ვითარება სომხეთში და ადგილობრივების კრიტიკა "ფაშინიანის დუმილზე"

რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ, სომ­ხეთ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სულ მალე ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი მათ ქვე­ყა­ნა­შიც და­ი­წყე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკვე სა­უბ­რო­ბენ გარ­კვე­უ­ლი სა­ხის სურ­სა­თის შემ­ცი­რე­ბა­ზე. მა­თი­ვე თქმით, თვის ბო­ლოს რუ­სე­თი­დან გზავ­ნი­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შემ­ცირ­დე­ბა, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ოდ რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­შია წა­სუ­ლი, მას­შტა­ბუ­რი სან­ქცი­ე­ბის გამო, უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა.

"გა­უ­ფა­სურ­და სომ­ხუ­რი დრა­მიც... შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა დო­ლა­რის გა­და­საც­ვლელ ჯი­ხუ­რებს მი­ა­წყდა, რათა და­ნა­ზო­გი უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში შე­ი­ნა­ხოს... "

"ე.წ.კომ­პენ­სა­ცია, რო­მელ­საც მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰპირ­დე­ბა, თა­ვად არ ეყო­ფათ თავი სარ­ჩე­ნად. აქ კი, მათ ოჯა­ხე­ბი აქვთ, სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამი­ტო­მაც გა­და­იხ­ვე­წა სა­მუ­შა­ოდ..." - წე­რენ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის თქმით, სომ­ხე­თის მხრი­დან, რომ­ლის ეკო­ნო­მი­კაც (და არა მხო­ლოდ) სამ­წუ­ხა­როდ, მთლი­ა­ნად რუ­სეთ­ზეა მიბ­მუ­ლი, ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან სწო­რი პო­ზი­ცი­აა. თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვა­ში, სომ­ხე­თი, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დე­ბა და ეს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უკვე შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა, რად­გან რუ­სეთ­მა გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბა გა­და­წყვი­ტა...

"ამ­დე­ნი წე­ლია ვი­თხოვთ, რომ რა­ღაც შევ­ქმნათ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა გან­ვა­ვი­თა­როთ, ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბი მა­ინც ჩვე­ნი იყოს, ან საკ­ვე­ბი, ან სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, მაგ­რამ არა! არა­ვის ეს­მის. იაფი და მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლია, რუ­სე­თი­დან შე­მოვ­ზი­დოთ. ამი­ტო­მაც, ამ­დე­ნი წე­ლია, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი, რო­გორც იმ­პორ­ტის, ასე­ვე ექ­სპორ­ტის კუ­თხით, რუ­სე­თია. ჩვე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვი­საც რუ­სე­თი შე­უც­ვლე­ლი ბა­ზა­რია. ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ზე არას­დროს გვი­ფიქ­რია, ძველ გზას მივ­ყვე­ბით, რო­მე­ლიც ახლა გა­მოჩ­ნდა საით წაგ­ვიყ­ვანს - დე­ფი­ცი­ტი და კრი­ზი­სი გარ­და­უ­ვა­ლია. უკვე და­ი­წყო ხალ­ხმა მა­რა­გის კე­თე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად შექ­მნის დე­ფი­ციტს" - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ფლო­რა მხო­ი­ა­ნი.

მა­თი­ვე თქმით, რუ­სუ­ლი რუბ­ლის მკვეთრმა გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ, ისევ და ისევ მო­სახ­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლო და და­ბალ ფე­ნას და­არ­ტყა. სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი გზავ­ნი­ლებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კი­დევ ერთი სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, ტუ­რიზ­მი იყო, თუმ­ცა თუ ომი გა­ი­წე­ლე­ბა, რუ­სებს არც სხვა ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის თავი ექ­ნე­ბათ, რად­გან მოს­კო­ვი-ერევ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თის ფასი უკვე 800 ევრო გახ­და.

"მოკ­ლედ ცუდი ამ­ბე­ბი გვაქვს. იქ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი გვყავს. არა­ვინ იცის რა იქ­ნე­ბა. რა სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ­მა ვი­თომ პრო­ევ­რო­პუ­ლი კურ­სით მო­სულ­მა ფა­ში­ნი­ან­მა თა­ვი­სი სახე დაგ­ვა­ნახ­ვა და თან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი არა და­ნი­ე­ლი­ა­ნი.

არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ითხოვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკ­რა­ი­ნას მხა­რი ღიად და­უ­ჭი­როს და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვას.დღეს ამ მო­თხოვ­ნით ერევ­ნის ცენ­ტრში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­აც გა­ი­მარ­თა.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, გორ არ­მა­თუ­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სომ­ხეთ­მა გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლოს იმ პი­რო­ბებ­ში, რა­საც რუ­სე­თი მას სთა­ვა­ზობს.

"ჩვე­ნი ხალ­ხი კარ­გად ხე­დავს რაც რუ­სეთ­ში ხდე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ. სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა რომ შევ­წყვი­ტოთ, სო­მე­ხი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის რუ­სე­თის ბა­ზა­რი რომ და­ი­კე­ტოს, უა­რეს დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბით, მაგ­რამ თუ ახლა გავ­ჩუმ­დე­ბით და თავს სი­ლა­ში ჩავ­ყოფთ, არც არას­დროს შე­იც­ვლე­ბა არა­ფე­რი, რად­გან ჩვენს ხმას მსოფ­ლიო ვე­რას­დროს გა­ი­გებს, ამი­ტომ გა­მო­ვე­დით ქუ­ჩა­ში.

თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩუ­მად არის, ხალ­ხის ხმა მა­ინც უნდა ის­მო­დეს. ში­ზოფ­რე­ნი­კი პუ­ტი­ნი ახ­შობს ინ­ტერ­ნეტს, ბლო­კავს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი აკ­ლია და ამას, ამ­გვარ რე­ჟიმს მხარს ვერ და­ვუ­ჭერთ. რუ­სე­თი არის მონ­სტრი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს პირ­და­პირ და ირი­ბად მო­გუ­დოს პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი. 2008 წელს რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­კე­თა, იმა­ზე ბევ­რად უა­რესს ახლა უკ­რა­ი­ნა­ში აკე­თებს და თუ გა­უ­ვი­და, სხვე­ბის­კე­ნაც გა­ი­წევს, სომ­ხე­თი ისე­დაც ვა­სა­ლი ჰგო­ნია. რო­გორ­მე უნდა შე­ა­ჩე­რონ" - ამ­ბობს ის.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, ევ­რო­პუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ტიგ­რან ხზმა­ლი­ა­ნის თქმით, ახლა უკ­რა­ი­ნა­ში მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნის კი არა სომ­ხე­თის ბე­დიც წყდე­ბა.

"ახლა სომ­ხე­თი მშვი­დო­ბის მხა­რეს არის. არ და­უ­ჯე­როთ პრო­რუ­სულ არ­ხებს, რუ­სე­თი აგებს, მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას­თან კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ჩვენ­თან, მსოფ­ლი­ოს­თან, ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­საც ომი არ სურს, ომი კი არა­ვის სურს, პუ­ტი­ნის რუ­სე­თის გარ­და და ამის­თვის უნდა ზღოს" - ამ­ბობს ის.

თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც ვი­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ თურ­ქე­თის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სომ­ხე­თი რუ­სე­თის გა­რე­შე და­ი­კარ­გე­ბა და ამი­ტომ რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ისე უნდა და­უ­ჭი­რონ მხა­რი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს ის კა­ტე­გო­რი­აა, ვინც ფი­ნან­სუ­რად რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და კი­დევ, ვი­საც საბ­ჭო­თა ნოს­ტალ­გია აქვს...

Ambebi.ge

myquiz