ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორი ქვეყანაა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, ეშინია სამშობიაროების და ანადგურებს მათ - უკრაინელების გენოციდი ხდება | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორი ქვეყანაა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, ეშინია სამშობიაროების და ანადგურებს მათ - უკრაინელების გენოციდი ხდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გმობს მარიუპოლის ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოზე თავდასხმას, როგორც "ომის დანაშაულს". ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„რუსული ბომბები დაეცა მარიუპოლის საავადმყოფოსა და სამშობიარო ცენტრს. ბავშვთა საავადმყოფო, მოქმედი სამშობიარო, ეს შენობები დანგრეულია!

ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო, რატომ იყვნენ ისინი საფრთხე რუსეთის ფედერაციისთვის? როგორი ქვეყანაა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, ეშინია სამშობიაროების და ანადგურებს მათ?“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს "სისასტიკის" მიღმაა.

"სამშობიაროში ვინმემ რუსულენოვანი დაამცირა? რა იყო, ეს საავადმყოფოს "დენაციფიკაცია"? ", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა: "ეს უკვე სისასტიკის მიღმაა. ყველაფერი, რასაც დამპყრობლები აკეთებენ მარიუპოლში, უკვე სისასტიკის მიღმაა".

ზელენსკის თქმით, დღეს "ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ რუსეთის ომის დანაშაულის დაგმობაში, რომელიც ასახავს მთელ ბოროტებას, რაც დამპყრობლებმა შემოიტანეს ჩვენს მიწაზე".

ამასთან, ზელენსკი სამშობიაროზე თავდასხმას უწოდებს "საბოლოო მტკიცებულებას, რომ უკრაინელების გენოციდი ხდება".

ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა.