ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი უნდა დასრულდეს, ჩვენ უნდა დავსხდეთ არსებითი და გულწრფელი მოლაპარაკებების მაგიდასთან
ომი უნდა დასრულდეს, ჩვენ უნდა დავსხდეთ არსებითი და გულწრფელი მოლაპარაკებების მოლაპარაკების მაგიდასთან, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს, ქსავიერ ბეტელს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა.
"ჩვენ მხარს გვიჭერენ, ჩვენი ესმით,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ რუსებს, რომლებიც უკრაინელებს ქუჩაში გამოსვლითა და პროტესტით უჭერენ მხარს.