უკრაინაში საბრძოლველად ჩასულ უცხოელებს უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებენ | Allnews.Ge

უკრაინაში საბრძოლველად ჩასულ უცხოელებს უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებენ

უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩადიან, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი იენინმა განაცხადა.

„თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ასეთი პირები დაინტერესებულები არიან უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, ჩვენი კანონმდებლობა იძლევა ასეთ შესაძლებლობას“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

უკრაინაში საბრძოლველად უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქეა ჩასული.