აშშ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს სრულად კრძალავს | Allnews.Ge

აშშ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს სრულად კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.

მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს.

„ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში“, - აღნიშნა ბაიდენმა.

არსებული ინფორმაციით, გაზის ფასის მზარდი დინამიკის მიუხედავად, აღნიშნულ ნაბიჯს აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

ჯო ბაიდენის განცხადების მოლოდინში დღეს ნავთობის ფასი გაიზარდა. საერთაშორისო ფასის მიხედვით, ის 5%-ზე მეტი გაიზარდა და ამჟამად ბარელის ფასი 130$-ს შეადგენს.

თავისუფლების დაცვა ძვირი დაჯდება,-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, მაშინ, როდესაც დაადასტურა, რომ აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი.

ბაიდენის თქმით, რუსული ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

"ფასი იქნება აქაც, შეერთებულ შტატებში. თავისუფლების დაცვა ძვირი დაჯდება, ეს ჩვენც ძვირი დაგვიჯდება შეერთებულ შტატებში. რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ეს ერთნაირად ესმით", -დასძინა მან.

მისი თქმით, აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოუყოფს.

„თავდაცვითი იარაღის გადაზიდვები უკრაინაში ყოველდღიურად მიდის შეერთებული შტატებიდან და ჩვენ, შეერთებულ შტატებში ვართ კოორდინირებულები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ჩვენ ასევე ვუწევთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს“, - თქვა მან.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა უკვე აზიანებს ამერიკელ ოჯახებს, მათ შორის იზრდება გაზის ფასი.

„პუტინის ომი უკვე აზიანებს ამერიკულ ოჯახებს. მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო სამხედრო ფორმირება უკრაინის საზღვარზე, მას შემდეგ ამერიკაში გაზის ფასი 75 ცენტით გაიზარდა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პუტინის მიერ გამოწვეული ფასების ზრდა მინიმუმამდე შევამცირო ”, - განაცხადა მან.