"მე რომ წავსულიყავი, ცხოვრებას აქ დავასრულებდი, ცოცხალი ვიქნებოდი, მაგრამ ადამიანი აღარ ვიქნებოდი, საკუთარ თავს პატივს არ ვცემდი"- ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

"მე რომ წავსულიყავი, ცხოვრებას აქ დავასრულებდი, ცოცხალი ვიქნებოდი, მაგრამ ადამიანი აღარ ვიქნებოდი, საკუთარ თავს პატივს არ ვცემდი"- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის „დენაციფიკაციის" შესახებ რუსეთის ფედერაციის განცხადება წმინდა ნაციზმია და მიზნად ისახავს უკრაინელი ერის განადგურებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იგივე მოხდა 40-იან წლებში, ნაცისტური გერმანია ხელმძღვანელობდა ებრაელი ხალხის დენაციფიკაციას. ახლაც იგივე ხდება. უბრალოდ არ ვიცოდი, რომ ასე შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე სამყაროში. ეს არის დანაშაული ხალხის წინაშე, რადგან „დენაციფიკაციის" თქმა და შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა არის გენოციდი უკრაინელი ხალხის მიმართ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მომავალში მსოფლიო რუსეთის ქმედებებს უკრაინაში აღიარებს, როგორც უკრაინის ხალხის განადგურების მცდელობას.

ზელენსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, რატომ თქვა უარი უკრაინის დატოვებაზე სიცოცხლის საფრთხის გამო, როდესაც მას ეს შესთავაზეს.

„უარი ვთქვი, იმიტომ, რომ როგორ შემიძლია? მე ვარ ამ სახელმწიფოს მოქალაქე, ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი. მე რომ წავსულიყავი, ცხოვრებას აქ დავასრულებდი. ცოცხალი ვიქნებოდი, მაგრამ ადამიანი აღარ ვიქნებოდი. საკუთარ თავს პატივს არ ვცემდი. ყველაზე ცუდი ისაა, რასაც ვეტყოდი ჩემს შვილებს. ვინ ვარ მე? მე ვარ ჩემი ხალხის გარანტი. ასე რომ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ თავი. მე ვეხმარები ჩემს ქვეყანას, მხარს ვუჭერ ჩემს სახელმწიფოს, როგორც შემიძლია. მე მხარს ვუჭერ და ვამაყობ ჩემი სამხედროებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.