რუსული საფრთხის წინააღმდეგ დასავლეთმა დროულად არ იმოქმედა- ლიზ ტრასი | Allnews.Ge

რუსული საფრთხის წინააღმდეგ დასავლეთმა დროულად არ იმოქმედა- ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ რუსული საფრთხის წინააღმდეგ დასავლეთმა დროულად არ იმოქმედა.

მისი თქმით, შესაბამისი ნაბიჯები დასავლეთს მაშინ უნდა გადაეგა, როდესაც პუტინი უკრაინის საზღვრებთან ახლოს ჯარებს აგროვებდა.

„რეალობა ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეკავების მუქარა საკმარისად სერიოზულად არ მიიღო. უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დაარღვია. რაც ახლა უნდა გავაკეთოთ არის ნატოს გაძლიერება, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფლანგზე. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ მეტი ჯარი ესტონეთში, მაგრამ გასაკეთებელი მეტია. თავდაცვის ხარჯების მიმართ ჩვენ უფრო სერიოზულები უნდა ვიყოთ , - განაცხადა მან.