რას ჰყვება შონ პენი უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე? | Allnews.Ge

რას ჰყვება შონ პენი უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე?

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი - შონ პენი, უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­თან ყოფ­ნი­სას მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს. "ოს­კა­რის" მფლო­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი სულ ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და აშშ-ში და იმ პრობ­ლე­მებ­ზე ლა­პა­რა­კობს, რომ­ლის წი­ნა­შეც უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი დგა­ნან.

61 წლის ვარ­სკვლა­ვი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და. შონ პენი უკ­რა­ი­ნა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტურ ფილმზე გა­სუ­ლი წლი­დან მუ­შა­ობს. ის რუ­სე­თის შეჭ­რის კვი­რას გაფ­რინ­და უკ­რა­ი­ნა­ში. მსა­ხი­ო­ბი CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც ყვე­ბა, თუ რო­გო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტით. პენი ზე­ლენ­სკის მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს პი­რა­დად შეხ­ვდა:

"პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის, რუ­სე­თის შეჭ­რის წინა დღეს და მას მე­რეც შევ­ხვდი. არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამის­თვის და­ი­ბა­და, მაგ­რამ მე ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს შე­ვეს­წა­რი - ეს იყო თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი სი­მა­მა­ცე, ღირ­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რაც ამ ადა­მი­ა­ნი­დან მო­დის... მან სწო­რედ ამით გა­ა­ერ­თი­ა­ნა ქვე­ყა­ნა. ეს გა­სა­ო­ცა­რი მო­მენ­ტი იყო. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ზე­ლენ­სკით და ამავდრო­უ­ლად შიში მი­პყრობ­და მისი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის საფრ­თხის ქვეშ ყოფ­ნის გამო", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

untitled-design-52-1646657256.jpg

მსა­ხი­ო­ბი პო­ლო­ნე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეც სა­უბ­რობს და ჰყვე­ბა:

"უმე­ტე­სად ქა­ლებს და ბავ­შვებს ვხე­დავ­დი, შე­მაც­ბუ­ნე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო ეს ჩემ­თვის. ბარ­გი არც კი და­მი­ნა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, თით­ქოს ისი­ნი უკან დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­დნენ და უბ­რა­ლოდ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ სას­წრა­ფოდ გას­ცლოდ­ნენ იქა­უ­რო­ბას".

შონ პენ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში დაგ­მო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ომის წა­მო­წყე­ბის გამო და აშშ-ს პრე­ზი­დენტს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და:

"უკვე სას­ტი­კი შეც­დო­მაა ამ­დე­ნი და­კარ­გუ­ლი სი­ცო­ცხლე და გა­ტე­ხი­ლი გული. თუ პუ­ტი­ნი სას­წრა­ფოდ არ მო­ი­ნა­ნი­ებს ჩა­დე­ნილს, ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე", - თქვა პენ­მა.

შონ პე­ნის აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი მალე არ დას­რულ­დე­ბა:

"პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი გამ­ბე­და­ო­ბი­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბის ის­ტო­რი­ულ სიმ­ბო­ლო­ე­ბად იქ­ცნენ. თუ ჩვენ უკ­რა­ი­ნას ამ ბრძო­ლა­ში მარ­ტოს დავ­ტო­ვებთ, ჩვე­ნი, რო­გორც ამე­რი­კის სული და­ი­კარ­გე­ბა“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

myquiz