ბორის ჯონსონის 6-პუნქტიანი გეგმა პუტინის დასამარცხებლად - რას სთავაზობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პარტნიორ ქვეყნებს | Allnews.Ge

ბორის ჯონსონის 6-პუნქტიანი გეგმა პუტინის დასამარცხებლად - რას სთავაზობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პარტნიორ ქვეყნებს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, ბო­რის ჯონ­სო­ნი აცხა­დებს, რომ მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა რუ­სეთ­ზე წნე­ხი უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ. ჯონ­სონ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა პუ­ტი­ნის და­სა­მარ­ცხებ­ლად.

და­უ­ნინგ სთრი­თის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრეს-რე­ლი­ზის თა­ნახ­მად, ჯონ­სო­ნი გეგ­მავს, უთხრას თა­ვის კო­ლე­გებს, რომ ისი­ნი უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ მისი გეგ­მის გარ­შე­მო, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ამ­ბი­ცია და­მარ­ცხდეს.

და­უ­ნინგ სთრი­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგ­მა ქვეყ­ნებს მო­უ­წო­დებს მო­ახ­დი­ნონ "სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის, მხა­რი და­უ­ჭი­რონ უკ­რა­ი­ნას სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მცდე­ლო­ბებ­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ზარ­დონ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლა პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ზე“.

გეგ­მა ასე­ვე მო­უ­წო­დებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პარტნი­ო­რებს, „აღ­კვე­თონ მცო­ცა­ვი ნორ­მა­ლი­ზე­ბა, რა­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს, უზ­რუნ­ველ­ყონ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბი დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ, მაგ­რამ მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის სრუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და და­ი­წყონ სწრა­ფი კამ­პა­ნია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მდგრა­დო­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად.“

”პუ­ტი­ნი უნდა და­მარ­ცხდეს და უნდა და­ი­ნა­ხონ, რომ მან აგ­რე­სი­ის ამ აქ­ტში წა­ა­გო. არ არის საკ­მა­რი­სი გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის მი­მართ - ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ის სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით წე­სე­ბის გა­და­წე­რის მუდ­მი­ვი მცდე­ლო­ბის­გან,“- ნათ­ქვა­მია ბო­რის ჯონ­სო­ნის გეგ­მა­ში.

BBC-ი ჯონ­სო­ნის ექ­ვსუნ­ქტი­ან გეგ­მას აქ­ვეყ­ნებს:

  • მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა უკ­რა­ი­ნის­თვის "სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის“ მო­ბი­ლი­ზე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნონ
  • მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ უკ­რა­ი­ნას "სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მცდე­ლო­ბებ­ში“.
  • უნდა გაძ­ლი­ერ­დეს რუ­სეთ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლა.
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უნდა გა­უ­წი­ოს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის "მცო­ცავ ნორ­მა­ლი­ზე­ბას"
  • ომის შე­სა­ხებ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სრუ­ლი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით
  • NATO-ს წევრ ქვეყ­ნებს შო­რის უნდა მოხ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბის და სიმ­ტკი­ცის გაძ­ლი­ე­რე­ბის კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა
myquiz