სუმში და მარიუპოლში სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა- უკრაინის მთავრობის მრჩეველი | Allnews.Ge

სუმში და მარიუპოლში სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა- უკრაინის მთავრობის მრჩეველი

სუმის რეგიონში და ქალაქ მარიუპოლში სიტუაცია "ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, - ამის შესახებ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა ტელეარხ "უკრაინა-24"-ს განუცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური სააგენტო BBC ავრცელებს.

უკრაინის მთავრობის მრჩეველი ვადიმ დენისენკოს ინფორმაციით, ამჟამად სუმის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ახტირკასა და ტროსტიანეცში ელექტროენერგია და წყალი ამ დრომდე არ არის.

მისივე განცხადებით, შაბათის ღამე როგორც სუმის რეგიონში, ასევე ქალაქ მარიუპოლში შედარებით მშვიდი იყო.