როდის გაიმართება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი?- შეხვედრის თარიღი ცნობილია | Allnews.Ge

როდის გაიმართება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი?- შეხვედრის თარიღი ცნობილია

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, 7 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება.