უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან კონტრშეტევა დაიწყეს | Allnews.Ge

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან კონტრშეტევა დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან კონტრშეტევა დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელების შეტევასთან ერთად, რუსები საკუთარ პოზიციებს ტოვებენ.

„ეს შესაძლებელი გახდა უკრაინელი ხალხის უძლეველობის, რუსების გაწვრთნილი რეზერვების არარსებობისა და საოკუპაციო ჯარების დემორალიზების გამო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე ვრცელდება.

ოფიციალურმა გვერდმა ასევე გამოაქვეყნა დამპყრობლების განადგურებული ტექნიკისა და დაზიანებული ტანკების ფოტოები.