"კრემლს უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის მოფიქრებული სახელის შეცვლა მოუწევს... მობილიზაციის წინაპირობები არსებობს" - რა სცენარს განიხილავენ პოლიტოლოგები? | Allnews.Ge

"კრემლს უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის მოფიქრებული სახელის შეცვლა მოუწევს... მობილიზაციის წინაპირობები არსებობს" - რა სცენარს განიხილავენ პოლიტოლოგები?

პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა ამ­ბობს, რომ რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ ომში სა­ყო­ველ­თაო-სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა არ სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა უკვე ვრცელ­დე­ბა მო­საზ­რე­ბა, რომ პუ­ტი­ნის და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის, წვე­ვამ­დე­ლე­ბი გა­იწ­ვი­ონ.

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პო­ლი­ტო­ლო­გი იური ცა­რი­კი მი­იჩ­ნევს, კრემლს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის­თვის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლის, "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის", შეც­ვლა დას­ჭირ­დე­ბა.

"უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ კრემლს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, 4 მარ­ტის შემ­დეგ, "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის­თვის" "სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის" დარ­ქმე­ვა მო­უ­წევს... თუმ­ცა, ეს ომი ისე­დაც ამ ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია... მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი უკვე არ­სე­ბობს - რუ­სეთ­მა სა­გან­გე­ბო სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე გა­მო­ა­ცხა­და.

აშ­კა­რაა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ბლიც-კრი­გის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მზად არის, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ლო­გი­კუ­რი და არა­ლო­გი­კუ­რი ფასი გა­და­ი­ხა­დოს" - წერს პო­ლი­ტო­ლო­გი gazetaby.com-თან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ცე­სე­ბის ამ­გვა­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა, მი­მარ­თუ­ლია სამ­შვი­დო­ბო მო­სახ­ლე­ო­ბის მყა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მათი დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ის­თვის...

"გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რო­გორც ამას ელო­დე­ბი­ან, უკ­რა­ი­ნა­ში სწრაფ გა­მარ­ჯვე­ბას ვერ მო­უ­ტანს და რუ­სეთ­სა და ნა­ტოს შო­რის, ასე­ვე მის მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას გა­ამ­წვა­ვებს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ­თა რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა. ისე­ვე, რო­გორც გა­იზ­რდე­ბა, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის არე­ა­ლი. მოს­კოვ­ში ისე­დაც გარ­და­უ­ვალ ფაქ­ტად მი­იჩ­ნე­ვენ ბე­ლა­რუ­სის უფრო ფარ­თო ჩა­რე­ვას უკ­რა­ი­ნის ომში" - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

ბე­ლა­რუ­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი არ­სენ სი­ვიტსკი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე წერს, რომ თუ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ნა­ბიჯ­ზე წავა, ეს იქ­ნე­ბა, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის გა­მო­ცხა­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­მა აღი­ა­რა და­მარ­ცხე­ბა.

"ეს მოვ­ლე­ნე­ბი რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც სა­მარ­ცხვი­ნო ომი. ტყუ­ილ­ზე, აბ­სურ­დზე, და­მან­გრე­ველ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ომი, პირ­წმინ­დად ანად­გუ­რებს რუ­სე­თის რე­პუ­ტა­ცი­ის ნარ­ჩე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ეკო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე... სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შეც, ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი.

უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბი, რო­მელ­საც რუ­სე­თის არ­მი­ის ტყვი­ე­ბი ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბა, მეტ­რო­ში ჩარ­ბოდ­ნენ, რა მნიშ­ვე­ლო­ბა აქვს, რას და­არ­ქმევ მას სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას თუ სრულ­მას­შტა­ბი­ან ომს. ამას ყო­ველ­თვის გაგ­ვიხ­სე­ნე­ბენ 22-ე სა­უ­კუ­ნე­ში, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა პრინ­ცი­პუ­ლად შე­იც­ვლე­ბა.

ვერ ვი­აზ­რებ, რო­გორ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ამ­ბობს, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ და­უ­ტო­ვეს, რაც ამაზ­რზე­ნი სიც­რუ­ეა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ყო­ველ­თვის ასე ამ­ბო­ბენ, რომ მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო იყო, რაც ცხა­დია, ტყუ­ი­ლია, არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­თვის არის. ეს ომი თა­ვის­თა­ვად ყვე­ლა დრო­ის ან­ტი­რუ­სუ­ლი კამ­პა­ნი­აა და ახლა მის შე­ჩე­რე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია" - წერს რუსი მი­მომ­ხილ­ვე­ლი სერ­გეი უტ­კი­ნი.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი წე­რენ, რომ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­გან სა­ყო­ველ­თაო სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცია ბევ­რად რე­ა­ლუ­რი ეჩ­ვე­ნე­ბათ, ვიდ­რე ბირ­თვუ­ლი ომის და­წყე­ბა.

"შე­საძ­ლოა, ამის შე­სა­ხებ პირ­და­პირ არ გა­ნა­ცხა­დონ, მაგ­რამ სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გარ­და­უ­ვა­ლია. ამის წი­ნა­პი­რო­ბე­ბია ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი მე­დი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის დაბ­ლოკ­ვა. პუ­ტი­ნი, შო­ი­გუ და ლავ­რო­ვი ახლა უკვე თა­ვი­ანთ გე­მო­ზე მოქ­მე­დე­ბენ, კრი­ტი­კო­სე­ბი გა­ა­ჩუ­მეს, ზოგი და­ა­პა­ტიმ­რეს, ზოგი მოკ­ლეს, ბევ­რი ახლა ტო­ვებს ქვე­ყა­ნას. ასე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­დი­ვართ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­კენ. იმე­დი, რომ რამე შე­იც­ვლე­ბა და მალე, დრო ძა­ლი­ან ცო­ტაა" - წერს ელე­ნა ში­ლოვ­სკა­ია.

ambebi.ge