ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და თამარა გვერდწითელი სარვამარტო კონცერტზე კრემლში იმღერებენ | Allnews.Ge

ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და თამარა გვერდწითელი სარვამარტო კონცერტზე კრემლში იმღერებენ

მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში ვე­რა­გუ­ლი შეჭ­რის შემ­დეგ უმ­ძი­მე­სი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იღუ­პე­ბი­ან, კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის დად­გო­მა­სა და გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლას კონ­ცერ­ტით აღ­ნიშ­ნა­ვენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა 6 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა რუ­სეთ­ში ნაკ­ლე­ბად ეკონ­ცერ­ტე­ბათ, რად­გან მათი ეკო­ნო­მი­კა ჩა­მოშ­ლის პი­რას არის და მსოფ­ლიო ყო­ველ­დღი­უ­რად აწე­სებს რუ­სე­თის მი­მართ ახალ-ახალ სან­ქცი­ებს. ამ სა­ერ­თო ცეკ­ვა-თა­მაშ­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ესე­ნი არი­ან: ქეთა თო­ფუ­რია, რო­გორც A’Studio-ს სო­ლის­ტი, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი. ამ სის­ხლი­ან დროს სცე­ნა­ზე დად­გო­მას გეგ­მა­ვენ რუ­სუ­ლი ესტრა­დის რო­გორც ძვე­ლი თა­ო­ბის, ასე­ვე ახა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შო­რის: ნი­კო­ლაი ბას­კო­ვი, მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკი, ვა­ლე­რი ლე­ონ­ტი­ე­ვი, ლა­რი­სა დო­ლი­ნა და სხვე­ბი...

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­დან რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა მხო­ლოდ ქეთა თო­ფუ­რი­ამ გა­აპ­რო­ტეს­ტა.

"არა ომს“ - ამ წარ­წე­რით ფოტო მხო­ლოდ ერთი დღე ჰქონ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "ინ­სტაგ­რა­მის" ე.წ. სთო­რი­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მა­რა გვერდწი­თელს ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სი­ახ­ლე აღარ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­ზეც, თუ არ ჩავ­თვლით "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ო­ებს, მი­სი­ვე რეს­ტორ­ნი­დან.

კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თის ფასი 2000 გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი რუბ­ლი­დან იწყე­ბა და 25 ათას რუბ­ლამ­დე ადის.

კონ­ცერ­ტის აფი­შა­ზე ვკი­თხუ­ლობთ:

"მი­მო­ზე­ბი, ტი­ტე­ბი და გა­ზა­ფხუ­ლის მზე, ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­კვლა­ვე­ბი და მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბი 8 მარ­ტის წინ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ატ­მოს­ფე­როს შე­გიქ­მნით. კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა თვე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­ვის, მე­უღ­ლის­თვის, დე­დის­თვის, დის­თვის და თუნ­დაც უფ­რო­სის­თვის. პოპ-ვარ­სკვლა­ვე­ბი ყვე­ლა ლა­მაზ ქალს მი­უ­ლო­ცა­ვენ ამ დღეს...“

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან ვა­ლე­რი მე­ლა­ძე აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე გა­ბე­დუ­ლი, რო­მელ­მაც ღიად დაგ­მო ომის და­წყე­ბა. ასე­ვე გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის ფა­სად და­უჯ­და კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი იუ­მო­რისტს ივან ურ­განტს.