ომის მიმდინარეობიდან 8 დღის განმავლობაში კიევში 390-მდე ბავშვი დაიბადა, მათგან 199 - ბიჭი, 191 - გოგოა | Allnews.Ge

ომის მიმდინარეობიდან 8 დღის განმავლობაში კიევში 390-მდე ბავშვი დაიბადა, მათგან 199 - ბიჭი, 191 - გოგოა

ომის მიმდინარეობიდან 8 დღის განმავლობაში კიევში 390-მდე ბავშვი დაიბადა, მათგან 199 - ბიჭი, 191 კი გოგოა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ კიევი თავდაცვისთვის ემზადება - ქუჩებში სულ უფრო მეტი ბლოკპოსტი, შემზღუდავი ბლოკი და ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობაა.

„ქალაქის საავადმყოფოები უზრუნველყოფილია ყველაფერი აუცილებელით. ექიმები საომარ მორიგეობაში არიან. დედაქალაქის სამშობიარო სახლებიც მუშაობენ. უკანასკნელი 8 დღის განმავლობაში კიევში 390-მდე ბავშვი დაიბადა. მათგან 199 - ბიჭი, 191 კი გოგოა“, - განაცხადა კლიჩკომ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ზოოპარკში დაიბადა ლემური, რომელსაც ბაირაქტარი დაარქვეს.