ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში, ამით თქვენს ქვეყანას და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ-ლინდსი გრემი პუტინზე | Allnews.Ge

ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში, ამით თქვენს ქვეყანას და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ-ლინდსი გრემი პუტინზე

ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში. ამით თქვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ლინდსი გრემმა Fox-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა.

სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ რუსულ ჯარში არის „უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი“. საუბარია გერმანელ ოფიცერზე, ვისმა ჩამოგდებულმა ბომბმაც ვერ მოკლა ადოლფ ჰიტლერი 1944 წელს.

„რა თქმა უნდა, მას ჯერ მოუწევს სარდაფში შეღწევა, სადაც დაიდო ბინა ლოქორამ,“- განაცხადა გერმმა.

სენატორის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ რუსეთის საელჩომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პუტინთან დაკავშირებით ლინდსი გრემის გამონათქვამის განმარტება მოითხოვა.