დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეხიდით 5 ქალაქს, მათ შორის თბილისს მიმართავს | Allnews.Ge

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეხიდით 5 ქალაქს, მათ შორის თბილისს მიმართავს

დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც.

ტელეხიდის პარტნიორია ტელეკომპანია "ფორმულა".

"ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!",-ნათქვამია "ივენთში", რომელსაც ტელეკომპანია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.