ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპელებო, გაიღვიძეთ! მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი”: რუსეთს ამის გამეორება სურს | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპელებო, გაიღვიძეთ! მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი”: რუსეთს ამის გამეორება სურს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას ეხმიანება და მიმართავს ყველას, ვინც იცის რას ნიშნავს სიტყვა „ჩერნობილი“.

"მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი” : რუსეთს სურს ამის გამეორება და უკვე იმეორებს, ოღონდ 6-ჯერ მეტად. ევროპელებო, გაიღვიძეთ, გთხოვთ, უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს. რუსული ჯარები ბომბავენ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. იქ 6 ენერგობლოკია, ჩერნობილში ერთი ენერგობლოკი აფეთქდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი შეჩერება მხოლოდ ევროპის სწრაფი მოქმედები შედეგადაა შესაძლებელი.

„უკრაინაში 15 ატომური ბლოკია. თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული. ევროპის დასასრული. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუძლია შეაჩეროს რუსული ჯარები.“- აღნიშნა ზელენსკიმ.