"მთელს ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის გამეორება"- რამდენად საშიშია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა? | Allnews.Ge

"მთელს ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის გამეორება"- რამდენად საშიშია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა?

მთელს ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის გამეორება. რუსებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ! - ასე ეხმაურება ,,ტვიტერის" გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას.

,,ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ცეცხლშია! მთელს ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის განმეორება. რუსებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ", - წერს პოდოლიაკი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ცოტა ხნით წინ, ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერში" გამოეხმაურა და დაწერა: ,,რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან ატომური სადგურის ხანძრის გამო, კონტაქტზე იმყოფება