"ბანკომატებში ფული არ არის, ხალხი პროდუქტებს იმარაგებს, ფასებმა მოიმატა... გამოცხადდა განგაში, რომ თითქოს რამდენიმე ადგილას ბომბი იყო" - რა ხდება მოსკოვში? | Allnews.Ge

"ბანკომატებში ფული არ არის, ხალხი პროდუქტებს იმარაგებს, ფასებმა მოიმატა... გამოცხადდა განგაში, რომ თითქოს რამდენიმე ადგილას ბომბი იყო" - რა ხდება მოსკოვში?

უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის და­წყე­ბის გამო რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად, რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს კარ­გავს. გა­უ­ფა­სურ­და ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა, რუბ­ლი. რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ამოქ­მე­დე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ნუს­ხა საკ­მა­ოდ დი­დია და უკვე სან­ქცი­ებ­მა ამოქ­მე­დე­ბაც და­ი­წყო. რო­გორც ჩანს, სან­ქცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ სა­ხელ­მწი­ფო დუ­მას წა­რუდ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ეკო­ნო­მი­კის და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს მხარ­და­სა­ჭე­რად ზო­მე­ბის მი­ღე­ბას. "რია-ნო­ვოს­ტის" ცნო­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, წლის ბო­ლომ­დე უქ­მდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნე­სის შე­მოწ­მე­ბა, მარ­ტივ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი და იზღუ­დე­ბა ქვეყ­ნი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ტა­ნა. ასე­ვე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს მის­ცე­მენ უფ­ლე­ბას, რომ 30 სექ­ტემ­ბრამ­დე არ გა­და­ი­ხა­დონ სეს­ხის პრო­ცენ­ტი. მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზა­ში. მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის თქმით, თით­ქმის ყო­ველ­დღე იმარ­თე­ბა კრემ­ლის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ მოს­კო­ვის ცენ­ტრში და სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, თუმ­ცა ამას რუ­სუ­ლი მე­დია არც აშუ­ქებს. აქ­ცია რუს­მა ქა­ლებ­მა გუ­ში­ნაც გა­მარ­თეს, მაგ­რამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ძა­ლოვ­ნებ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ავ­ტო­ბუ­სებ­ში ჩას­ხეს და და­ა­კა­ვეს. "უკ­რა­ი­ნას მშვი­დო­ბა, პუ­ტი­ნი - ჰა­ა­გას", "უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ჩვე­ნი ძმე­ბი არი­ან, ომი შე­წყდეს", - ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბი ის­მო­და აქ­ცი­ა­ზე. რა ხდე­ბა მოს­კოვ­ში დღეს? - გვე­სა­უბ­რე­ბა მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ლადო ფო­ცხვე­რია:

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რა­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში სჩა­დის, თა­ვის მოძ­მე ხალ­ხს რო­გორ უს­წორ­დე­ბა და ის ვის და­ინ­დობს. მოს­კოვ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცი­აც კი არ აქვს, თუ რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად. არ არის წვდო­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­თან. რუ­სულ მე­დი­ა­ში კი ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, ამი­ტომ დიდი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ პუ­ტი­ნი სწო­რად მო­იქ­ცა. ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცე­მა, რომ პუ­ტი­ნი ატა­რებს სპე­ცო­პე­რა­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში და ათა­ვი­სუფ­ლებს იქა­უ­რო­ბას ფა­შის­ტე­ბის­გან და ნარ­კო­მა­ნე­ბის­გან.

ამ­ხე­ლა ომს უწო­დე­ბენ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას. გუ­შინდლამ­დე არ ამ­ბობ­დნენ, რომ რუ­სულ არ­მი­ას აქვს მსხვერ­პლი, ომი­დან მეშ­ვი­დე დღეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თურ­მე 498 რუსი მებ­რძო­ლი და­ღუპ­ვი­ათ...

აწ­ვდი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი აი­ღეს. რაც მათ აწყობთ, მხო­ლოდ იმას ამ­ბო­ბენ.

- მოს­კოვ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რად რამე შე­იც­ვა­ლა ეს დღე­ე­ბი?

- ძა­ლი­ან დიდი პა­ნი­კა იყო ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღეს. ხალ­ხი ბან­კებს მი­ა­წყდა და ფული გა­მოჰ­ქონ­დათ. ბან­კო­მა­ტებ­თან უშ­ვე­ლე­ბე­ლი რი­გე­ბი იდგა, ეს დღე­ე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფული აღარ არის ბან­კო­მა­ტებ­ში. ამი­ტომ ძი­რით­დად სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბით ვსარ­გებ­ლობთ. ხალ­ხი პრო­დუქ­ტებს იმა­რა­გებს, ფა­სებ­მა სა­შინ­ლად მო­ი­მა­ტა. უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი უკვე გა­დი­ან მოს­კო­ვი­დან. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ "appla"-მა და­კე­ტა თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. ყვე­ლა მათი მა­ღა­ზია და ცენ­ტრი და­ი­კე­ტა. არ იყი­დე­ბა "აი­ფო­ნის" ტექ­ნი­კა, ჩვენ ვი­საც გვაქვს აი­ფო­ნის ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ვართ იმის მო­ლო­დინ­ში, რომ და­იბ­ლო­კე­ბა, რად­გან ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია უკვე გავ­რცელ­და. უდი­დე­სი კომ­პა­ნი­ე­ბი ტო­ვე­ბენ რუ­სე­თის ბა­ზარს. 20-25 პრო­ცენ­ტით მო­ი­მა­ტა მან­ქა­ნებ­ზე ფა­სებ­მა, რუბ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უფა­სურ­დე­ბა. 100 დო­ლა­რი ადრე 75 000 რუბ­ლი ღირ­და, ახლა 120 000 რუბ­ლი ღირს.

ბან­კე­ბი კრე­დი­ტებს აღარ გას­ცე­მენ. რუ­სე­თის "ცენ­ტრალ ბან­კმა" ანაბ­რე­ბის პრო­ცენ­ტი გა­ზარ­და 20% - მდე და ხალ­ხს მო­უ­წო­და თან­ხე­ბი შე­ი­ტა­ნონ ან­გა­რი­შებ­ზე, არ­წმუ­ნებს, რომ არ რის პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი. არა­და, აქამ­დე იყო წლი­უ­რი 3,5 პრო­ცენ­ტი, ეს ავი­და 20 პრო­ცენ­ტამ­დე, ხალ­ხის გაბ­რიყ­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ. ეს დღე­ე­ბი და­ნა­ზოგს რომ მო­ი­თხოვ­დი, ბან­კე­ბი გაძ­ლევ­დნენ, იყო დიდი პა­ნი­კა, მი­ლი­არ­დო­ბით რუბ­ლი გა­ი­ტა­ნეს ბან­კე­ბი­დან. რო­გორც ჩანს, ამ დღე­ებ­ში ამ ბან­კებ­საც და­უ­წეს­დე­ბა მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი. არის ხალ­ხის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც აპ­რო­ტეს­ტებს და ამ­ბობს, რომ არ არის სწო­რი პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბა და ითხოვს მის დას­ჯას, არის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში რა­საც ის­მენს, იმას იჯე­რებს და ემ­ხრო­ბა მას. თუ სად­მე მათი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­ფორ­მა­ცია გა­ჟო­ნავს, მა­შინ­ვე ამას უძღვი­ან სი­უ­ჟე­ტებს და ამ­ბო­ბენ, ეს არის ფე­ი­კი და არ და­ი­ჯე­რონ. ჰპირ­დე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ გაწ­მინ­და­ვენ ამ ფე­ი­კის გა­მავ­რცე­ლებ­ლებს. სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­შია მო­სახ­ლე­ო­ბა, მე­სინ­ჯერს ვერ იყე­ნებ, "ფე­ის­ბუკ­ში" ვერ შე­დი­ხარ, თუ სად­მე გა­და­ა­წყდე­ბი "გუ­გლ­ში" გა­ნად­გუ­რე­ბულ ტექ­ნიკს, ან რამე სხვა ფო­ტო­ებს, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვერ ეც­ნო­ბი, რად­გან მხო­ლოდ კად­რებს ხე­დავ და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი დაბ­ლო­კი­ლია. მაქ­სი­მუ­მი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ მა­სი­უ­რად მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ გავ­რცელ­დეს სი­მარ­თლე.

moscow-47414-1646304094.jpg

- პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი რომ და­ა­კა­ვეს სა­ელ­ჩოს­თან, ეს ინ­ფორ­მა­ცია რო­გორ შე­ი­ფუ­თა მათი ტე­ლე­ვი­ზი­ით?

- ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი, სა­ერ­თოდ არ გა­უ­შუ­ქე­ბია არა­ვის. არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, უკვე გი­თხა­რით, რაც მათ აწყობთ, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს მე­დია. თუმ­ცა სხვა­დას­ხვა გზით მა­ინც გარ­კვე­ულ ფე­ნამ­დე მი­დის ინ­ფორ­მა­ცია და ხალ­ხი ხვდე­ბა, რაც ხდე­ბა. ნა­წი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რო­გორ გა­უშ­ვა წვე­ვამ­დე­ლე­ბი ომ­შიო. რამ­დე­ნი­მე ვი­დეო ვნა­ხე, ქარ­თვე­ლებ­მა ჩა­მიდ­გეს სა­ქარ­თვე­ლო­დან ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლე­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, სა­დაც ყვე­ბი­ან რო­გორ მო­ა­ტყუ­ეს ეს ჯა­რის­კა­ცე­ბი. უთხრეს, - ბე­ლა­რუს­ში წვრთნებ­ზე მო­დი­ხარ­თო და უკ­რა­ი­ნის ომში აღ­მოჩ­დნენ. ნელ-ნელა ფხიზ­ლდე­ბა აქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, აქ­ცი­ე­ბი არის მოს­კოვ­ში, იძა­ხი­ან ისი­ნი ჩვე­ნი ძმე­ბი არი­ან და არ უნდა იყოს ომი, მათ­თან სა­ო­მა­რი რა გვჭირ­სო, მაგ­რამ მათ აკა­ვე­ბენ. "ომო­ნი" ნა­დი­რობს ყვე­ლა­ზე, ვინც ხმის ამო­ღე­ბას ბე­დავს.

ასე­თი რამ ხდე­ბა კი­დევ, ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ცრუ გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. მა­გა­ლი­თად, შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, - შე­რე­მე­ტი­ე­ვოს აე­რო­პორ­ტში ბომ­ბი­აო და მოხ­და აე­რო­პორ­ტის სრუ­ლი ევა­კუ­ა­ცია, თუმ­ცა ბომ­ბი ვერ იპო­ვეს, ანა­ლო­გი­უ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა იყო რამ­დე­ნი­მე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში, მა­გა­ლი­თად "რი­ო­ში", არც იქ აღ­მოჩ­ნდა ნაღ­მი.

ინფლა­ცია მი­დის მა­გა­რი, პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა ყო­ველ­დღე. ისე ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა მუ­შა­ობს სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით სოჭ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველს, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია და წლე­ბია იქ ცხოვ­რობს.

ნანა სამ­სო­ნია: "ასე მგო­ნია აფხა­ზე­თის ჭრი­ლო­ბა გან­მი­ახ­ლდა. ეს დღე­ე­ბია ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, ვცდი­ლობ, ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიო, ჩე­მებს და­ვუ­კავ­შირ­დე, ტე­ლე­ფონ­ზე ვარ ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი და ხში­რად კავ­ში­რიც არ არის, რაც მა­გი­ჟებს. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა "ფე­ის­ბუქ­შიც" ვერ შევ­დი­ვარ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს უჭირს მუ­შა­ო­ბა.

პუ­ტი­ნი სას­წრა­ფოდ უნდა გა­სა­მარ­თლდეს... ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბას აზრი არ აქვს, რა­საც ამ­ბო­ბენ ყვე­ლა­ფე­რი სიც­რუ­ეა. თურ­მე სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ატა­რებს და წმენ­დს ტე­რო­რის­ტე­ბის­გან იქა­უ­რო­ბას. სოჭ­ში ფა­სებ­მა ძა­ლი­ან აი­წია, გა­უ­ფა­სურ­და რუბ­ლი, პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია და კი­დევ მო­ი­მა­ტებს, ალ­ბათ. ბან­კო­მა­ტებ­ში ფული არ არის. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლია ხი­ლის, ბოსტნუ­ლის ფა­სე­ბი. რუბ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უფა­სურ­დე­ბა. არ ვიცი, რო­გორ უნდა ვი­არ­სე­ბოთ. ბან­კე­ბი იძა­ხის არ და­პა­ნიკ­დეთ, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბაო და თვი­თონ კრე­დი­ტებს არ გას­ცე­მენ. მთა­ვა­რია, ახლა ომი დას­რულ­დეს და არ იხო­ცე­ბოდ­ნენ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი. იქ­ნებ გა­მო­ფხიზ­ლდეს რუსი ხალ­ხი. ყვე­ლა ქუ­ჩა­ში თუ გა­მო­ვა, ამ­დენ მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ხომ ვერ მო­ე­რე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ ამას ორ­გა­ნი­ზე­ბა სჭირ­დე­ბა. თა­ნაც იმ ფონ­ზე, როცა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­შია, ამის გა­კე­თე­ბა ძნე­ლია".

ambebi.ge

myquiz