სერგეი ლავროვი „ევროპის დამორჩილებისთვის“ აშშ-ს ჰიტლერსა და ნაპოლეონს ადარებს | Allnews.Ge

სერგეი ლავროვი „ევროპის დამორჩილებისთვის“ აშშ-ს ჰიტლერსა და ნაპოლეონს ადარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „ევროპის დამორჩილებისთვის“ აშშ-ს ჰიტლერსა და ნაპოლეონს ადარებს.

მისი თქმით, „ადრე ნაპოლეონსა და ჰიტლერს მიზნად ჰქონდათ დაემორჩილებინათ ევროპა - ახლა ამას ამერიკელები აკეთებენ“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ცდილობს რუსეთის ხარჯზე დასავლეთის უსაფრთხოება გააძლიეროს.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობა ნეონაცისტური რეჟიმია და უკრაინული ბანდები ძარცვავენ ქალაქებს, მათ შორის მარიუპოლს.