უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპანტების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ გაავრცელოს | Allnews.Ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპანტების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ გაავრცელოს

უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს ოკუპანტების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ გაავრცელოს. შტაბში განმარტავენ, რომ მსგავსი ინფორმაცია შეიძლება მტერს დაეხმაროს შემდგომი თავდასხმების სამიზნეების კორექტირებაში.

„კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები მოწინააღმდეგის სარაკეტო დარტყმებს განიცდის. სოციალური ქსელები და ცნობილი საინფორმაციო რესურსები ფაქტობრივად რეალურ რეჟიმში იწყებენ კომენტარების გავრცელებას შედეგებთან და მტრის რაკეტების დარტყმის სიზუსტესთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ბლოგერებს, ექსპერტებს და ინტერნეტ საზოგადოების წევრებს: თქვენი ოპერატიული ინფორმაცია შეიძლება გახდეს რუსი არტილერისტების დაინტერესების სფერო შემდგომი თავდასხმის კორექტირებისთვის. იყავით წინდახედული ინფორმაციის გავრცელებისას,“- განთქვამია გენშტაბის განცხადებაში.