დონალდ ტრამპი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა - ეს არის ჰოლოკოსტი | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა - ეს არის ჰოლოკოსტი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას "ჰოლოკოსტი" უწოდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთმა "უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა" და შესთავაზა შეთანხმების შემუშავება კონფლიქტის დასასრულებლად.

”რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა". მაგრამ ისინი არ სცემენ პატივს შეერთებულ შტატებს. ეს არის ჰოლოკოსტი. ეს არის საშინელება, რაც ხდება. თქვენ მოწმენი ხართ და ამას ყოველ საღამოს ხედავთ ტელევიზიით“, - თქვა მან Fox Business-თან საუბარში.

ტრამპმა არაერთხელ გააკეთა განცხადებები, რომ კონფლიქტი არასდროს მოხდებოდა, თუ ის კვლავ პრეზიდენტი იქნებოდა.