ხერსონის მერი - ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს, დაღუპული ბევრია | Allnews.Ge

ხერსონის მერი - ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს, დაღუპული ბევრია

უკრაინის ქალაქ ხერსონის მერის იგორ კოლიხაევის განცხადებით, რუსულმა ძალებმა წუხელ ქალაქის რკინიგზის სადგური და პორტი დაიკავეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩვენი ქალაქი ოკუპირებულია, ბრძოლები მიმდინარეობს,“- განაცხადა მერმა. მისი თქმით, დაღუპული ბევრია და მათ შორის არიან როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.