ჩერნიგოვიდან ყველა გასასვლელი დანაღმულია, ქალაქი მზადაა თავდაცვისთვის | Allnews.Ge

ჩერნიგოვიდან ყველა გასასვლელი დანაღმულია, ქალაქი მზადაა თავდაცვისთვის

ჩერნიგოვიდან ყველა გასასვლელი დანაღმულია, ქალაქი თავდაცვისთვის მზადაა, - ამის შესახებ Facebook-ზე ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა.

ჩაუსმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ თავს და ახლობლებს, დარჩნენ სახლში ან თავშესაფრებში.

გარდა ამისა, ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა რეგიონის მოსახლეობას, არ დაუკავშირდნენ დამპყრობლებს. მან გააფრთხილა, რომ რუსები თავს უკრაინელ ჯარისკაცებად ასაღებენ და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.