უკრაინული მედია- უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი სამხედროების სიცოცლე 50 დოლარად არის შეფასებული | Allnews.Ge

უკრაინული მედია- უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი სამხედროების სიცოცლე 50 დოლარად არის შეფასებული

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი სამხედროების სიცოცლე 50 დოლარად არის შეფასებული. „უნიანი“ წერს, რომ უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს რუსეთის ხელისუფლება 11 000 რუბლს გადაუხდის, რაც დაახლოებით 50 დოლარია.

"დღევანდელი კურსით „პუტლერმა“ თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა. 50 დოლარი რუსი ოკუპანტის სიცოცხლის ფასია!" - აცხადებს უკრაინის რადა ტელეგრამის არხში.