"არის ინფორმაცია, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმალება"- უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო | Allnews.Ge

"არის ინფორმაცია, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმალება"- უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

არსებობს ინფორმაცია, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ურალის ბუნკერში იმყოფებოდა- ამის შესახებ ტელეკომპანია „რადას“ ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განუცხადა.

„მე-5 დღეა პუტინი თავის ბუნკერშია ურალში... ის, რომ ბუნკერშია 100%-ით სიმართლეა. ჩვენი რუსი კოლეგები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და ა.შ. ამ ფაქტს ადასტურებენ. ბოლო ორი წელი ის ბუნკერში იყო, რადგან ეშინოდა მომაკვდინებელი კოროვირუსული ვირუსით დაინფიცირების. ახლა მას ახალი პარანოია აქვს. ახლა ის, როცა ხვდება, რომ უკრაინის ომის თავგადასავალი წარუმატებელია", - განაცხადა დენისენკომ.