"უკრაინელებმა თავიანთი ქვეყნის ბედი კომიკოსს ანდეს" - ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს | Allnews.Ge

"უკრაინელებმა თავიანთი ქვეყნის ბედი კომიკოსს ანდეს" - ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს

ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუ აცხა­დებს, რომ მისი ქვე­ყა­ნა უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და რუ­სეთს სან­ქცი­ებს არ და­უ­წე­სებს.

მისი თქმით, ბრა­ზი­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლია რუ­სულ სა­სუქ­ზე და მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ქმე­დე­ბამ "შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ქვეყ­ნის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას“.

ამას­თან, ბოლ­სო­ნა­რუმ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა "თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ბედი კო­მი­კოსს ან­დეს“.

შე­გახ­სე­ნებთ, ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუ 16 თე­ბერ­ვალს მოს­კოვ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდა.