ვინ იყო კადიროვის მარჯვენა ხელი, მაგომედ ტუშაევი, რომელიც მედიის ცნობით, უკრაინაში მოკლეს - "ის უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა" | Allnews.Ge

ვინ იყო კადიროვის მარჯვენა ხელი, მაგომედ ტუშაევი, რომელიც მედიის ცნობით, უკრაინაში მოკლეს - "ის უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა"

მე­დი­ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში ჩეჩ­ნე­თის ელი­ტა­რუ­ლი ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი, მა­გო­მედ ტუ­შა­ე­ვი, რამ­ზან კა­დი­რო­ვის "მარ­ჯვე­ნა ხელი და საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი", კი­ე­ვის ოლ­ქის მიმ­დე­ბა­რედ, გოს­ტო­მე­ლის აე­რო­პორტთან მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის უკ­რა­ი­ნელ­მა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა მოკ­ლა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და ჩეჩ­ნუ­რი მხა­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყო­ფენ და ამ­ბო­ბენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ის ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი, მე­დია და რუ­სე­თის ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი, რო­გორც ტუ­შა­ე­ვის და­ღუპ­ვა­ზე, ასე­ვე კა­დი­რო­ვის გვარ­დი­ის 141-ე მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პოლ­კის მნიშ­ვე­ლო­ვან ზი­ან­ზე ავ­რცე­ლე­ბენ ცნო­ბებს.

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა, ვიქ­ტორ ან­დრუ­სოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ტყვემ, სამ­ხედ­რო პირ­მა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა აიყ­ვა­ნეს, და­ა­დას­ტუ­რა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ჩე­ჩე­ნი გე­ნე­რა­ლი მა­გო­მედ ტუ­შა­ე­ვია.

"ჩეჩ­ნებს ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გი აქვთ. ჩვე­ნი წყა­რო იტყო­ბი­ნე­ბა, რომ 141-ე მო­ტო­ზი­რე­ბუ­ლი პოლ­კი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იყო, კა­დი­რო­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ახლო გა­რე­მოც­ვი­თა და სა­ი­მე­დო პი­რე­ბით... ეს არის პუ­ტი­ნი­სა და კა­დი­რო­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ელი­ტუ­რი და­ნა­ყო­ფი. ჩეჩ­ნე­თის კო­ლო­ნა უკ­რა­ი­ნის არ­ტი­ლე­რი­ამ და­ბომ­ბა, მათი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნის მი­წა­ში წევს...", - იუ­წყე­ბა "ტე­ლეგ­რამ" არხი "Вертикаль".

35 წლის ტუ­შა­ე­ვი უფრო ადრე ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ОМОН -ში მსა­ხუ­რობ­და, ამის შემ­დეგ კი, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის და­ნა­ყოფ Терек - ში რო­მე­ლიც ჩენ­ჩეთ­ში და და­ნარ­ჩენ რუ­სეთ­შიც, "სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ობ­და." 2017 წელს კი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის 141-ე სპე­ცი­ა­ლურ მო­ტო­რი­ზე­ბულ პოლკ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო", ერთ წე­ლი­წად­ში მისი მე­თა­უ­რი გახ­და.

2019 წელს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა, პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით, "რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის" მედ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. ნა­წი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩენ­ჩეთ­ში (და არა მხო­ლოდ) კა­დი­რო­ვის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კის ალაგმვა­ში, პუ­ტი­ნი­სა და კა­დი­როს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პერ­სო­ნე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ში, ან პირ­და­პირ "გაქ­რო­ბა­ში".

"ჩემი ძვირ­ფა­სი ძმა, კა­დი­რო­ვის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ან­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლის საქ­მის ზუს­ტი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მა­გო­მედ ტუ­შა­ე­ვი პოლ­კის მე­თა­უ­რად და­ი­ნიშ­ნე­ბა, რი­თაც კი­დევ უფრო გან­მტკი­ცე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწო­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის პოლ­კის საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს კი­დევ უფრო აა­მაღ­ლებს, რუ­სე­თის სამ­სა­ხურ­ში", - ამ­ბობ­და კა­დი­რო­ვი ტუ­შა­ევ­ზე და მას­ზე უკ­რა­ი­ნა­შიც დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და.

"ვი­საც ამ პოლ­კის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ჰგო­ნია, ავუხ­სნი, რომ რუ­სე­თის გმი­რის, აჰ­მად-ჰაჯი კა­დი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის პოლ­კი, უკვე 12 წე­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნიშ­ნე­ბუ­ლე­ბის ბა­ტა­ლი­ონ "სე­ვე­რის" 4156 ФСВНГ -ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს და ამ სამ­ხედ­რო­ე­ბის "ღირ­სე­ულ გაწრვთნა-მომ­ზა­დე­ბა-აღ­ჭურ­ვა­ში" მი­ლი­არ­დო­ბით რუბ­ლია და­ხარ­ჯუ­ლი. თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნის სპეც­რაზ­მის­თვის მისი გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდა. ასე რომ, შე­ხე­დეთ სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში და და­ფიქ­რდით, სად უშ­ვებთ თქვენს შვი­ლებს. იმი­ტომ, რომ რუსი ტყვე და და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლა არ გავ­რცელ­დეს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ნა­წი­ლი დაბ­ლო­კეს", წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სერ­გეი ლი­ო­ნო­ვი.უკვე არა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სამ­ხედ­რო­ე­ბის მოქ­მე­დე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან. სხვა სა­კი­თხია, რა გან­ცხა­დე­ბებს ავ­რცე­ლებს კრემ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­დია, თუმ­ცა, სხვა­დას­ხვა მო­წო­დე­ბებ­ში, რუ­სე­ბი წე­რენ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს, "თუ რო­გორ უბად­რუ­კად არი­ან შე­მო­სი­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი."

the Economist-ის ცნო­ბით, რუ­სეთ­მა ომის და­წყე­ბი­დან მხო­ლოდ პირ­ველ 24 სა­ათ­ში, უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში იმა­ზე მეტი სამ­ხედ­რო და­კარ­გა, ვიდ­რე სი­რი­ა­ში, 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში..