რა არის Swift-ი, რატომ ითვლება Swift-იდან გათიშვა ყველაზე მკაცრ სანქციად და რა ფინანსური ზიანი მიადგება რუსეთს სისტემიდან მოხსნით? | Allnews.Ge

რა არის Swift-ი, რატომ ითვლება Swift-იდან გათიშვა ყველაზე მკაცრ სანქციად და რა ფინანსური ზიანი მიადგება რუსეთს სისტემიდან მოხსნით?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სულ სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ას და­სავ­ლე­თის მხრი­დან რუ­სე­თი­სად­მი მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა მოჰ­ყვა. ერთ-ერთ მთა­ვარ და ყვე­ლა­ზე მკაცრ სან­ქცი­ად რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დახ­დის სის­ტე­მი­დან, Swift-იდან გა­თიშ­ვა მი­იჩ­ნე­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნის ლი­დე­რი თავ­და­პირ­ვე­ლად ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, სა­ბო­ლო­ოდ, ევ­რო­კავ­შირ­მა, აშშ-მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და სხვა მო­კავ­ში­რე­ებ­მა კონ­სე­სუსს მა­ინც მი­აღ­წი­ეს. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­უ­ბა­რია Swift-იდან არა ყვე­ლა რუ­სუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის, არა­მედ ზო­გი­ერ­თი ბან­კის გა­თიშ­ვა­ზე.

ეს ნა­ბი­ჯი მიზ­ნად ისა­ხავს დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნონ რუ­სე­თის სა­ბან­კო ქსელს და შე­უ­ზღუ­დონ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა სხვა­დას­ხვა ფონ­დებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე, მსოფ­ლი­ო­ში ფუ­ლის შე­უ­ფერ­ხებ­ლად ტრან­ზაქ­ცი­ა­ზე.

swift2-70768-1645978302.jpg

რა არის Swift?

Swift-ი არის გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი არ­ტე­რია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქვეყ­ნებს ფული შე­უ­ფერ­ხებ­ლად და სწრა­ფად გა­და­რი­ცხონ სა­ზღვრებს გა­რეთ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, Swift-ი არის მსოფ­ლიო ბანკთა­შო­რი­სი ფი­ნან­სუ­რი ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ის 1973 წელს ბელ­გი­ა­ში და­ფუძნ­და და ამ დრო­ის­თვის აკავ­ში­რებს 11 000 ბანკს 200-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში. Swift-ს აქვს ერ­თგვა­რი მყი­სი­ე­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აც­ნო­ბებს მომ­ხმა­რებ­ლებს გა­დახ­დე­ბის გაგ­ზავ­ნი­სა და მის­ვლის შე­სა­ხებ. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით დღე­ში იგ­ზავ­ნე­ბა 40-მი­ლი­ონ­ზე მეტი შე­ტყო­ბი­ნე­ბა.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის 1%-ზე მეტი მო­ი­ცავს რუ­სულ გა­დახ­დებს.

ვინ და რო­დის შექ­მნა Swift-ი და ვინ აკონ­ტრო­ლებს მას?

Swift-ი 1873 წელს იმ ამე­რი­კულ­მა და ევ­რო­პულ­მა ბან­კებ­მა შექ­მნეს, რომ­ლებ­საც არ სურ­დათ, რომ ერთ კონ­კრე­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ჰქო­ნო­და ასე­თი სის­ტე­მა და მო­ნო­პო­ლია. ქსელს ახლა ფლობს 2000-ზე მეტი ბან­კი და ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი. მას ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს ბელ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ ცენ­ტრა­ლურ ბან­კებ­თან პარტნი­ო­რო­ბით - მათ შო­რის, აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­რე­ზერ­ვო და ინ­გლი­სის ბან­კი.

Swift-ი ეხ­მა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს უსაფრ­თხო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბა მისი წევ­რე­ბის­თვის.

2012 წელი და Swift-იდან გა­თი­შუ­ლი ირა­ნი

ირანს 2012 წელს აეკ­რძა­ლა Swift-ის გა­მო­ყე­ნე­ბა და ეს იყო მის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე სან­ქცი­ე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ამ სან­ქცი­ის შემ­დეგ, ირან­მა და­კარ­გა ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის შე­მო­სავ­ლე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი და სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბი­დან 30%.

რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა რუ­სეთ­ზე Swift-იდან გა­თიშ­ვას?ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ რუ­სულ ბან­კებს ამო­ი­ღე­ბენ Swift-დან და ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის, აშშ-ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის და სხვა­თა გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სან­ქცია უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ "ეს ბან­კე­ბი გა­ი­თი­შონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მი­დან და ზი­ა­ნი მი­ად­გეთ მათ გლო­ბა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.“

ასე­ვე, სან­ქცი­ის მი­ზა­ნია, რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა და­კარ­გონ წვდო­მა Swift-ის მყი­სი­ერ ტრან­ზაქ­ცი­ებ­ზე. ბან­კებს სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­უ­წევთ ერ­თმა­ნეთ­თან პირ­და­პირ კავ­ში­რი, რაც შე­ფერ­ხე­ბებ­თან და და­მა­ტე­ბით ხარჯთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, შე­დე­გად რუ­სე­თის მთავ­რო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცირ­დე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Swift-დან გა­ძე­ვე­ბით რუ­სეთს 2014 წელს, ყი­რიმ­ში შეჭ­რის შემ­დე­გაც ემუქ­რე­ბოდ­ნენ, მა­შინ რუ­სეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ნა­ბი­ჯი ომის გა­მო­ცხა­დე­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და. და­სავ­ლე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი უფრო შორს აღარ წა­სუ­ლან, თუმ­ცა საფრ­თხემ აი­ძუ­ლა რუ­სე­თი, რომ შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა ტრანსსა­სა­ზღვრო გა­და­ცე­მის სა­კუ­თა­რი სის­ტე­მა.

ასე­თი სან­ქცი­ის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად რუ­სეთ­მა შექ­მნა ეროვ­ნუ­ლი გა­დახ­დის ბა­რა­თე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც Mir, თუმ­ცა მას ძა­ლი­ან ცოტა უცხო­უ­რი ქვე­ყა­ნა იყე­ნებს.

swift4-70860-1645978352.jpg

რა­ტომ იყო და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თის Swift-იდან მოხ­სნა­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა?

ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რე­ბი­ცაა გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და იტა­ლია, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო რუ­სე­თის­თვის ქსე­თი სან­ქცია გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რად­გა­ნაც რუ­სე­თი არის ევ­რო­კავ­შის­თვის ნავ­თო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მთა­ვა­რი მიმ­წო­დე­ბე­ლი და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მა­რა­გე­ბის პოვ­ნა მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის ვალი აქვთ, უნდა მო­ე­ძებ­ნათ ანა­ზღა­უ­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი. ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან დი­დია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბან­კო ქა­ო­სის რის­კი.

რუ­სე­თის ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, ალექ­სეი კუდ­რი­ნი ვა­რა­უ­დობს, რომ Swift-იდან რუ­სე­თის მოკ­ვე­თამ შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის 5%-ით შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.