BBC- პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები "განსაკუთრებულ მზადყოფნაში" მოიყვანა | Allnews.Ge

BBC- პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები "განსაკუთრებულ მზადყოფნაში" მოიყვანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა რუს სამხედროებს, ბირთვული ძალები "სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანონ, რაც რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის განგაშის უმაღლესი დონეა

სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას, მათ შორის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, მან განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა განახორციელეს "არამეგობრული ქმედებები" რუსეთის მიმართ და დააწესეს "არალეგიტიმური სანქციები".