რუსეთი იზოლაციაში: ყველა სანქცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა აგრესორს დაუწესეს - რას წერს კახა ლომაია დასავლურ წნეხზე | Allnews.Ge

რუსეთი იზოლაციაში: ყველა სანქცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა აგრესორს დაუწესეს - რას წერს კახა ლომაია დასავლურ წნეხზე

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, გა­ე­რო-ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი კახა ლო­მა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ომის შე­სა­ხებ შე­მა­ჯა­მე­ბელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ლო­მა­ია იმ სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც რუ­სეთს და­სავ­ლეთ­მა და­უ­წე­სა...

"ომის მე­ო­თხე დღის დილა

რო­გორც ჩანს, უკ­რა­ი­ნამ მო­ი­გე­რია აგ­რე­სო­რის წუ­ხან­დე­ლი შე­ტე­ვე­ბი.

სა­ნამ დე­ტა­ლებს შე­ვაგ­რო­ვებ­დე, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ რუ­სეთ­ზე და­წე­სე­ბულ და­სავ­ლურ სან­ქცი­ებს. სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო პო­ლი­ტი­კას, ეკო­ნო­მი­კას, ბიზ­ნესს, ფი­ნან­სებს, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს, ხე­ლოვ­ნე­ბას და სპორ­ტს. გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

ეკო­ნო­მი­კა

1. გერ­მა­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა გა­ზპ­რო­მის 11 მი­ლი­არდდო­ლა­რი­ა­ნი პრო­ექ­ტი "ნორდსტრიმ-2"-ის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

2. ევ­რო­კავ­შირ­მა შე­წყვი­ტა ყვე­ლა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის­თვის მი­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ავი­ა­ლა­ი­ნე­რე­ბის ლი­ზინ­გი და 28 მარ­ტამ­დე მო­ი­თხო­ვა ავი­ა­ლა­ი­ნე­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. სა­უ­ბა­რია რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ფლო­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ზე.

3. ყვე­ლა რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას აეკ­რძა­ლა ფრე­ნა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში.

4. "ინ­ტელ­მა" და ARD-მა შე­წყვი­ტეს რუ­სე­თის­თვის ინ­დუსტრი­უ­ლი პრო­ცე­სო­რე­ბის მი­წო­დე­ბა, აშშ-ს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­ექ­სპორ­ტო აკ­რძალ­ვე­ბის ფარ­გლებ­ში.

ფი­ნან­სე­ბი

1. ყა­და­ღა და­ე­დო რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის აქ­ტი­ვებს ევ­რო­კავ­შირ­სა და აშშ-ში.

2. ყა­და­ღა და­ე­დო უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი ბან­კე­ბის, მათ შო­რის, ვნე­შე­კო­ნომ­ბან­კის, გა­ზპ­რომ­ბან­კის, ალფა-ბან­კის და ვი­თი­ბი-ს აქ­ტი­ვებს აშშ-ში და ევ­რო­კავ­შირ­ში.

3. სან­ქცი­რე­ბულ ბან­კებს აეკ­რძა­ლათ ოპე­რა­ცი­ე­ბი დო­ლა­რებ­ში, ევ­რო­ში, გირ­ვან­ქა სტერ­ლინგსა და იე­ნა­ში.

4. გლო­ბა­ლუ­რი სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბის სის­ტე­მა SWIFT-მა შე­წყი­ტა სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბან­კე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა.

5. სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბან­კე­ბის კლი­ენ­ტე­ბი ვე­ღარ ისარ­გებ­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი მას­ტერ კარდ-ის და ვიზა-ს ბა­რა­თე­ბით რუ­სე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ.

6. ყა­და­ღა და­ე­დო რუსი ოლი­გარ­ქე­ბის აქ­ტი­ვებს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და უარი ეთ­ქვა "ჩელ­სის" მმარ­თვე­ლო­ბა­ზე.

7. შე­იქ­მნა ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი (აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, კა­ნა­და, გერ­მა­ნია და იტა­ლია), რო­მე­ლიც

მო­ი­ძი­ებს და და­ა­ყა­და­ღებს რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ბიზ­ნეს ელი­ტის და­ფა­რულ ან­გა­რი­შებს.

8. უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი ბანკ "სბერ­ბან­კის" ან­გა­რი­შებს აშშ-ში ყა­და­ღა და­ე­დო.

პო­ლი­ტი­კა

1. და­ყა­დაღ­და პუ­ტი­ნის და ლავ­რო­ვის აქ­ტი­ვე­ბი აშშ-ში, ევ­რო­კავ­შირ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და კა­ნა­და­ში.

2. რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რს აეკ­რძა­ლა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში შეს­ვლა. ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა ასე­ვე აეკ­რძა­ლა სა­გა­რეო სა­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს-მდი­ვანს ზა­ხა­რო­ვას.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

1. გერ­მა­ნი­ამ აკ­რძა­ლა "რაშა თუ­დე­ის" მა­უ­წყებ­ლო­ბა თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

2. ფე­ის­ბუკ­მა და იუ­თუბ­მა რუ­სულ სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ას, მათ შო­რის, "რაშა თუ­დე­ის", აუკ­რძა­ლეს რეკ­ლა­მის მეშ­ვე­ო­ბით შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

3. ინ­სტაგ­რამ­მა დაბ­ლო­კა კა­დი­რო­ვის ან­გა­რი­ში.

4. იუ­თუბ­მა დაბ­ლო­კა რამ­დე­ნი­მე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არხი.

5. ევ­რო­კავ­შირ­ში და აშშ-ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლათ რუ­სე­თის მთა­ვარ პრო­პა­გან­დის­ტებს სო­ლო­ვი­ოვს და სი­მო­ნი­ანს.

6. კი­ბერ-შე­ტე­ვე­ბის შე­დე­გად მწყობ­რი­დან გა­მო­ყავთ რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო სა­ი­ტე­ბი, მათ შო­რის, პუ­ტი­ნის, მთავ­რო­ბის და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ი­ტე­ბი.

ხე­ლოვ­ნე­ბა

1. ნიუ-იორ­კის "კარ­ნე­გი ჰოლ­მა" აუკ­რძა­ლა რუს მუ­სი­კო­სებს გერ­გი­ევ­სა და მა­ცუ­ევს კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

2. მი­უნ­ხე­ნის ბურ­გო­მის­ტრმა გერ­გი­ევს, რო­მე­ლიც ამ ქა­ლა­ქის ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რია, მოს­თხო­ვა 28 თე­ბერ­ვლამ­დე სა­ჯა­როდ გა­ე­მიჯ­ნოს პუ­ტინს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გერ­გი­ევს კონ­ტრაქტს შე­უ­წყვე­ტენ. ეს ის გერ­გი­ე­ვია, ცხინ­ვალ­ში კონ­ცერ­ტი რომ ჩა­ა­ტა­რა.

2. "ევ­რო­ვი­ზი­ამ" რუ­სეთს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლა.

სპორ­ტი

1. უეფა-მ ჩემ­პი­ონ­თა თა­სის ფი­ნა­ლი პე­ტერ­ბურ­გი­დან პა­რიზ­ში გა­და­ი­ტა­ნა.

2. სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა მო­უ­წო­და ყვე­ლა სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ას რუ­სეთ­ში და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა.

3. ფორ­მუ­ლა-1-მა გა­ა­უქ­მა რუ­სე­თის რბო­ლა.

4. პო­ლო­ნე­თის და შვე­დე­თის ნაკ­რე­ბებ­მა უარი თქვეს რუ­სებ­თან თა­მაშ­ზე.

5. რაგ­ბის ევ­რო­პის კავ­შირ­მა რუ­სე­თის ნაკ­რებს აუკ­რძა­ლა მატ­ჩე­ბის რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბა.

6. ჭად­რა­კის მსოფ­ლიო გე­დე­რა­ცი­ამ გა­ა­უქ­მა რუ­სეთ­ში და­გეგ­მი­ლი 44-ე მსოფ­ლიო სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და.

7. ფრენ­ბურ­თის ევ­რო­პულ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ა­უქ­მა რუ­სეთ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ტურ­ნი­რი.